პორტუგალიის გრან პრიზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

მარუშიჩი: “მინდა, შესაძლებლობები სხვა ჩემპიონატშიც დავამტკიცო, მაგრამ…”
იანვარი 12, 2022 19:15
გორის “დილამ” უსმანე კამარას ტრანსფერი გამოისყიდა
იანვარი 12, 2022 19:29

წლის პირველი საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში 28-30 იანვარს, პორტუგალიის ქალაქ ალმადაში გაიმართება.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ქართველი ძიუდოისტების შემადგელობა გამოაქვეყნა. პორტუგალიის გრან პრიზე 9 ქართველი იასპარეზებს:

1. -60 გიორგი სარდალაშვილი
2. -66 გიორგი ტერაშვილი
3. -73 დიმიტრი გოჩილაიძე
4. -81 ნიკა ხარაზიშვილი და იმედა გოგოლაძე
5. -90 გიორგი ბერიაშვილი
6. -100 საბა ინანეიშვილი და გიორგი ქავთარაძე

როგორც ვხედავთ, ლაშა გუგეჯიანმა შანსი ახალგაზრდებს, განსაკუთრებით 2021 წლის საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორებს მისცა.

Share