წარმატებული წელი UFC ში – რამდენი გამოიმუშავეს ქართველმა მებრძოლებმა

“მფრინავი ფიჯელები” ქუთაისში იფრენენ
იანვარი 12, 2022 22:09
კვარაცხელია ბათუმის დინამოს წინააღმდეგ
იანვარი 12, 2022 23:54

ქართველი მებრძოლებისთვის 2021 წელი საკმაოდ წარმატებული გამოდგა, UFC – საბრძოლო დივიზიონში საქართველოს სახელით 5-მა მებრძოლმა ჯამში რვა შეხვედრა გამართა, საიდანაც ექვსი ჩვენებურების გამარჯვებით დასრულდა.

2021 წელი ყველაზე წარმატებული გიგა ჭიკაძისთვის იყო. ქართველმა მებრძოლმა გასულ წელს ედსონ ბარბოსა და კუბ სვენსონი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა, შედეგად რეიტინგში მერვე ადგილზე დაწინაურდა. გარდა ამისა ჭიკაძემ 2021-ში 276 000 $ გამოიმუშავა.

ასევე დაუმარცხებელი წელი ჰქონდა მერაბ დვალიშვილს – მან კოდი სტამანი და მარლონ მორაესი დაამარცხა. სწორედ მარლონ მორაესთან ბრძოლაში დაბრუნებისთვის მიიღო დვალიშვილმა წლის “ქამბექის” სტატუსი, საერთო ჯამში 2021 წელს მერაბ დვალიშვილმა 186 000 $ გამოიმუშავა.

2021 წელს UFC – ეგიდით ორი ბრძოლა გამართა რომან დოლიძემ. ქართველმა მებრძოლმა წლის პირველი ბრძოლა ტრევინ ჟილესთან დათმო, თუმცა არგენტინელი სტაროპოლი დაამარცხა და წელი თანაბარ ბალანსზე დაასრულა, შედეგად დოლიძის მონაგარი 2021 წელს 68 000 $ შეადგენს.

წარმატებული გამოდგა ილია თოფურიას ასპარეზობა საქართველოს სახელით 2021 წელს. ახალგაზრდა სპორტსმენმა გასულ წელს ერთადერთ გამართულ ბრძოლაში რაილი ჰოლი მსაჯთა გადაწყვეტილების შედეგად დაამარცხა, ერთადერთი ბრძოლის სანაცვლოდ თოფურიამ 44 000 $ გამოიმუშავა.

უარყოფითი გამოდგა 2021 წელი ლიანა ჯოჯუასთვის, რომელმაც გასულ წელს UFC დივიზიონი დატოვა. ლიანა ჯოჯუამ 2021 წელს 12 900 $ გამოიმუშავა.

ქართველი მებრძოლები გაჩერებას არ აპირებენ. 2022 წელს პირველი გიგა ჭიკაძე იჩხუბებს, ღონისძიების მთავარ დაპირისპირებაში ქართველი ფალავანი რეიტინგის მეხუთე ნომერს, კელვინ კატარს დაუპირისპირდება.

Share