ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობასაც მარისთან შეხვედრით იწყებს

შერმადინის გამარჯვება და MVP-ის ტიტული ჩემპიონთა ლიგაზე
იანვარი 13, 2022 11:10
VIDEO 16 ქულა, ეფექტური პასი და შელაპარაკება უაიტთან – შენგელიას გამორჩეული მატჩი
იანვარი 13, 2022 11:18

დღეს, დილით წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის ავსტრალიის ღია პირველობის ძირითადი ბადის წილისყრა გაიმართა და ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქეც გაირკვა.

ქართველი ჩოგბურთელის პირველი მეტოქე ავსტრალიის ღია პირველობის ხუთგზის გამარჯვებული, უიმბლდონის ორგზის ჩემპიონი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი (2016) ენდი მარი იქნება.

ბასილაშვილი და მარი გუშინ სიდნეის 250-იან ტურნირზე შეხვდნენ ერთმანეთს და ბრიტანელმა მეტოქე ქართველი სამ სეტში დაამარცხა.

ბასილაშვილი და მარი ერთმანეთს ორჯერ არიან შეხვედრილნი და ორივე მატჩი ბრიტანელის გამარჯვებით დასრულდა.

საუკეთესო ქართველ ჩოგბურთელს ავსტრალიის ღიაზე აქამდე ექსჯერ უთამაშია და საუკეთესო შედეგი 2018 და 2019 წლებში ჰქონდა, როცა 1/16-ფინალამდე მიაღწია.

Share