გორის “დილა” სამხრეთ სუდანელი ნახევარმცველით ინტერესდება

ქუთაისის “აიადან” საფრანგეთის Pro d2-ში
იანვარი 13, 2022 14:48
საბა ქუმარიტაშვილმა ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა
იანვარი 13, 2022 17:25

გორის “დილა” ახალი სეზონისთვის მზადებას უკვე შეუდგა. მას შემდეგ, რაც კლუბი რამდენიმე ლიდერმა დატოვა, შიდაქართლელებმა რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატეს.

Pepeta.co.ke-მა გორულ კლუბს კიდევ ერთი აფრიკელი ფეხბურთელი დაუკავშირა. საუბარია სამხრეთ სუდანელ შემტევ ნახევამცველ საად მუსა მუგაბეზე, რომელიც კენიურ “ლეოპალდში” თამაშობდა.

“სამხრეთ სუდანელმა გასულ კვირას ოფიციალურად დატოვა ლეოპალდები და “პეპეტას” წყაროს თანახმად, მას რამდენიმე უცხოური შეთავაზება აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელს ესპანეთის მეოთხე ლიგის “ველესს” უკავშირებდნენ, გორის დილას სურს ფეხბურთელი მოსამზადებელ ეტაპზე მათთან ერთად იყოს.

დილას რიგებში უკვე ირიცხება კენიელი ამოს ნონდი, რომელიც ქართული გუნდისთვის მნიშვნელოვნად ფიგურად იქცა. ეს გუნდი მომავალ სეზონში უეფას კონფერენს ლიგაზე ითამაშებს.

საადი, რომელიც კენიურ გუნდში გამოდიოდა, სისტემატიურად თამაშობდა სამხრეთ სუდანის ნაკრებში და ასევე გამოდიოდა ტანზანიურ “აზამში”. კენიაში გარდა ლეოპალდისა, “ნაორიბი სიტის” და “ტიკა იუნაიტედის” რიგებში გამოდიოდა”, – წერს აფრიკული გამოცემა

Share