ოფიციალურად: დავით კობოური ჩეხეთის ჩემპიონატში ითამაშებს

VIDEO “ეს ჩემი ბოლო ფილმია… აღარ ვიქნები” – ხვიჩამ რუბინიდან წასვლა დააანონსა?
იანვარი 13, 2022 13:54
ქუთაისის “აიადან” საფრანგეთის Pro d2-ში
იანვარი 13, 2022 14:48

ჩეხური რანგით უმაღლესი დივიზიონის “კარვანას” ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, თბილისის “დინამოს” ცენტრალური მცველი დავით კობოური კარვანას მაისურს მოირგებს.

გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტის პირობებზე შეთანხმება შედგა, გუნდთან ერთად პირველად კი ქართველმა ოთხშაბათს ივარჯიშა.

“ის არის შესანიშნავი მოთამაშე, ხარისხიანი ფეხბურთელი. ამის გარდა ის მემარცხენეა. ადაპტაციის პერიოდი მნიშვნელოვანი იქნება –  ჩვენი ლიგა ხომ საქართველოს ჩემპიონატისგან განსხვავდება”, – განაცხადა კარვანას სპორტულმა დირექტორმა ლუბომირ ვლკმა.

“ეს ჩემი პირველი გამოცდილებაა, როდესაც საქართველოს ფარგლებს გარეთ ვითამაშებ. ცენტრალური მცველის პოზიციის გარდა, ხანდაზან მარცხენა ფლანგზეც ვთამაშობ. ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ, მომწონს კლუბი” – განაცხადა კარვანას 23 წლის ახალწვეულმა.

კარვანა, ჩეხეთის ჩემპიონატის ცხრილში 5 ქულიც ბოლო მე-16 ადგილზეა.

Share