ქუთაისის “აიადან” საფრანგეთის Pro d2-ში

ოფიციალურად: დავით კობოური ჩეხეთის ჩემპიონატში ითამაშებს
იანვარი 13, 2022 14:01
გორის “დილა” სამხრეთ სუდანელი ნახევარმცველით ინტერესდება
იანვარი 13, 2022 15:25

18 წლის ქართველი მორაგბე ლაშა ფხაკაძე, რომელიც ქუთაისის “აიას” სარაგბო სკოლის აღზრდილია და ამ კლუბის ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა, კარიერას საფრანგეთის კლუბ “ნევერში” გააგრძელებს.

“ნევერი” საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში Pro D2 ასპარეზობს და მიმდინარე სეზონში 16 ტურის შემდეგ 41 ქულით მეხუთე ადგილზეა და top 14-ში აღსაზევებელ პლეი-ოფში მოსახვედრად იბრძვის.

ლაშა ფხაკაძე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში შარშან ევროპის ჩემპიონი გახდა.

Share