VIDEO 16 ქულა, ეფექტური პასი და შელაპარაკება უაიტთან – შენგელიას გამორჩეული მატჩი

ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობასაც მარისთან შეხვედრით იწყებს
იანვარი 13, 2022 11:11
ცხადაძე: “გუგეშაშვილს შეუძლია მალევე გახდეს ნომერ პირველი მეკარე”
იანვარი 13, 2022 11:44

საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ევროლიგაზე მიმდინარე სეზონში მეთვრამეტე მატჩი გამართა და მე-11 გამარჯვება მოიპოვა. ქართველი ფორვარდის დახმარებით ცსკა-მ ათენში „პანათინაიკოსს” შანსი არ დაუტოვა – 98:74.

შენგელიამ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 20 წუთში 16 ქულა, 4 პასი, 4 მოხსნა ჰქონდა. მის პასივში 4 დაკარგვა იყო. ქართველი ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიცინტმაც ქულების მსგავსად 16 შეადგინა.

არმიელთაგან უკეთესი სტატისტიკა მხოლოდ დანიელ ჰაკეტს ჰქონდა – 17 ქულა და 26 სარგებლიანობის ინდექსი. 11 მოგებითა და 7 მარცხით ცსკა მე-7 ადგილზეა. შემდეგ მატჩს შენგელიას გუნდი 14 იანვარს, მოსკოვში, ფრანგულ “ვილერბანთან” გამართავს.

GBF.GE

Share