შერმადინის გამარჯვება და MVP-ის ტიტული ჩემპიონთა ლიგაზე

კვარაცხელია ბათუმის დინამოს წინააღმდეგ
იანვარი 12, 2022 23:54
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობასაც მარისთან შეხვედრით იწყებს
იანვარი 13, 2022 11:11

სამკვირიანი შესვენების შემდეგ გიორგი შერმადინი მოედანს დაუბრუნდა. მას და კიდევ ოთხ ტენერიფელს კორონავირუსი დეკემბრის ბოლოს დაუდასტურდათ და 12 იანვრამდე გასამართი ყველა მატჩი გადაიდო. წლის პირველი შეხვედრა „ტენერიფემ“ ჩემპიონთა ლიგაზე გამართა – პლეი ინში თურქულ „კარშიაკას“ უმასპინძლა. დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება კუნძულელებს დარჩათ – 76:69.

გადამწყვეტი შერმადინის მოქმედება აღმოჩნდა: საფინალო სირენამდე 1.5 წუთით ადრე მან მეტოქის კალათიდან მოხსნილი ბურთი უკან ჩააბრუნა და თანაგუნდელები 73:69 დააწინაურა. 27 წამით ადრე კი კარგი ბლოკით სატყორცნ პოზიციაზე დატოვა სასუ სალნი რომელმაც სამქულიანით ხუთქულიანი უპირატესობა დააფიქსირა, რაც უკვე გამარჯვებას ნიშნავდა.

შერმადინმა 31 წუთში 14 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი, 1 დაფარება და 2 ჩაჭრა მოაგროვა. 21 ბალიანი სარგებლიანობის კოეფიციენტით ის მატჩის საუკეთესო მოთამაშე – MVP გახდა. მარსელინიო უერტასმა ორმაგი დუბლი შეასრულა: 18 ქულა, 10 პასი.

ამ მოგებით „ტენერიფემ“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა. „კარშიაკასთან“ განმეორებითი შეხვედრა 18 იანვარს თურქეთში გაიმართება. შერმადინის თანაგუნდელები ჯგუფში ექვსბურთიანი სხვაობით წაგების შემთხვევაშიც მოხვდებიან.

GBF.GE

Share