გენტის უცნაური განაცხადი – ჩაკვეტაძის საკითხი გაურკვეველია

VIDEO დებიუტი ორმაგი სეივით: გუგეშაშვილმა ახალ გუნდში კარგი მატჩი ჩაატარა
იანვარი 14, 2022 23:20
▶️ VIDEO ფრანცისკო მადინგას საგოლე პასი ზიმბაბვეს წინააღმდეგ
იანვარი 15, 2022 10:52

დღეს ბელგიის იუპილერლიგის 22-ე ტურის მატჩში გიორგი ჩაკვეტაძის გენტი კორტრიკს დაუპირისპირდება.

ჩაკვეტაძე მასპინძელთა განაცხადში ისევ ვერ მოხვდა. კარგა ხანია, რაც ქართველი ნახევარმცველი გენტის განაცხადს მიღმა რჩება. დარჩა დღესაც, როცა ბელგიურ კლუბს ძირითადი შემადგენლობის 5 ფეხბურთელი აკლია.

გენტის 3 ფეხბურთელი აფრიკის თასზეა, 2 – ტრავმირებული, მათ შორის ჩაკვეტაძის უშუალო კონკურენტიც კი და ამის ფონზე მისი ადგილი განაცხადში მაინც ვერ მოინახა.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ჩაკვეტაძე გენტიდან მიდის, უცნობია. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ჩაკვეტაძეს გენტის დატოვება იანვარში, სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სურს, თუმცა ბელგიური კლუბი უარზეა.

ჩაკვეტაძე არც ამხანაგურ მატჩში გამოჩენილა. ფაქტია, მისი საკითხი თვის ბოლომდე უნდა გადაწყდეს.

Share