“შინ დაბრუნდა, რამაზ შენგელიას კლუბში” – ესპანური მედია პაპუნაშვილზე

იქნება თუ არა ტრანსფერი იანვარში? – ზივზივაძის პასუხი გავრცელებულ ინფორმაციებზე
იანვარი 14, 2022 19:38
შეხვედრა უკრაინელებთან, რუსებთან და უზბეკებთან – თბილისის დინამომ შეკრება დაგეგმა
იანვარი 14, 2022 22:43

როგორც უკვე მოგეხსენებათ, 26 წლის ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი კარიერას ქუთაისის “ტორპედოში” გააგრძელებს.

პაპუნაშვილის საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნებას ესპანური გამოცემა Eldesmarque.com გამოეხმაურა.

“სულ რაღაც 5 წლის შემდეგ, გიორგი პაპუნაშვილის მეორე საერთაშორისო გამოცდილება დასრულდა. “რეალ სარაგოსას” ყოფილი ფეხბურთელი სახლში ბრუნდება.

ის ამჯერად ქვეყნის დასავლეთით მდებარე მოკრძალებულ კლუბ “ტორპედოში” ითამაშებს. “ტორპედოში” ქართული ფეხბურთის ლეგენდა რამაზ შენგელია თამაშობდა და სწორედ მისი სახელი ქვია კლუბის სტადიონს. პაპუნაშვილი გუნდთან ერთად შეეცდება, თავი აარიდოს ჩემპიონატიდან დაქვეითებას, რისი საფრთხეც გასულ წელს კლუბს ჰქონდა.

“დინამო თბილისის” აღზრდილი გიორგი პაპუნაშვილის პირველი ევროპული კლუბი “ვერდერი” იყო.. მოგვიანდებით, “პაპუ” ისევ დინამოში დაბრუნდა, სადაც 81 მატჩი ჩაატარა, 29 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა. ამის შემდეგ კი “სარაგოსაში” ჩავიდა.

თავის პირველ სეზონში ის  “სარაგოსაში” ნამდვილად ბრწყინავდა, თუმცა შემდეგ ტრავმებმა და გამაღიზინებელმა დამოკიდებულებამ ყველაფერი შეცვალა. გიორგი ჯერ ძირითადში აღარ თამაშობდა, შემდეგ კი გუნდიდანაც გაუშვეს – ჯერ იჯარით “რასინგში”, სადაც 4 თამაში ითამაშა. უკან დაბრუნების შემდეგ კი იგი “აპოლონ ლიმასოლში” გადავიდა, სადაც 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

26 წლის “პაპუ” სახლში ბრუნდება, იმ ფორმის აღსადგენად, რომლითაც ის გულშემატკივრებმა გაიცნეს”, – წერია სტატიაში.

Share