იქნება თუ არა ტრანსფერი იანვარში? – ზივზივაძის პასუხი გავრცელებულ ინფორმაციებზე

კარგი მოთამაშეები, დიდი მიზნებით: როგორი იქნება ტორპედოს შემადგენლობა ახალ სეზონში?
იანვარი 14, 2022 19:20
“შინ დაბრუნდა, რამაზ შენგელიას კლუბში” – ესპანური მედია პაპუნაშვილზე
იანვარი 14, 2022 20:41

ქართველ თავდამსხმელს ბუდუ ზივზივაძეს ბოლო პერიოდში კლუბში სათამაშოდ ნაკლები დრო ეძლევა. ამის ფონზე, უცხოურ თუ ქართულ მედიაში დაიწერა , რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში  შესაძლოა ბუდუმ “ფეჰერვარი” დატოვოს.

საუბარი მეტწილად ორ კლუბზეა: პოლონურ “შლიონსკსა” და უნგრულ “აზალაეგერშეგზე.”

ზივზივაძესთან ინტერვიუ ჩავწერეთ და შესაძლო ტრანსფერზეც ვკითხეთ. ზივზივაძემ გავრცელებული ინფორმაციები უარყო და განაცხადა, რომ “ფეჰერვარში” დარჩენას აპირებს.

ქართველ ფორვარდთან ვრცელ ინტერვიუს ხვალ შემოგთავაზებთ, მანამდე კი ზივზივაძის სატრანსფერო ამბავზე…

“სატრანსფერო ამბებს რაც შეეხება, არის დაინტერესებები, რომლებსაც ჩემს ოჯახთან და მენეჯერთან ერთად განვიხილავ. შესაბამისად, რაც უკეთესი იქნება ჩემი მომავლისთვის, აუცილებლად ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებ… თუმცა ამ ეტაპზე არ ვაპირებ გუნდის დატოვებას.

გავრცელებული ინფორმაცია, რომ კარიერას იჯარის წესით უნგრულ “აზალაეგერშეგში” გავაგრძელებ, ჭორია.

აქვე მინდა ვთქვა, რომ გუნდთან მაკავშირებს კიდევ 1.5-წლიანი კონტრაქტი. ითქვა, თითქოს ზაფხულში უკვე მიმთავრდება და თავისუფალი აგენტი ვხდები, მაგრამ სიცრუეა. დღეს ინფორმაციის გადამოწმება მარტივია და ამიტომ ყველას ვურჩევ, გადამოწმებული ინფორმაციები გაავრცელონ”, – თქვა ზივზივაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფორვარდი უნგრეთის ჩემპიონატში 2019 წლიდან თამაშობს, “მეზოკოვეშდსა” და “ფეჰერვარში” ჩატარებულ 93 მატჩში ქართველმა თავდამსხმელმა 24 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი  მხოლოდ 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

Share