კარგი მოთამაშეები, დიდი მიზნებით: როგორი იქნება ტორპედოს შემადგენლობა ახალ სეზონში?

ჩელენჯ თასზე ნინიაშვილი ძირითადშია
იანვარი 14, 2022 17:22
იქნება თუ არა ტრანსფერი იანვარში? – ზივზივაძის პასუხი გავრცელებულ ინფორმაციებზე
იანვარი 14, 2022 19:38

ქუთაისის “ტორპედო” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ყველაზე მეტად აქტიურობს და რამდენიმე კარგი ტრანსფერი განახორციელა.

ერთ-ერთი მათგანი საქართველოს ნაკრების წევრის, გიორგი პაპუნაშვილის დამატებაა, ბოლოს კი მათ ნიკა სანდოხაძის ტრანსფერი გააოფიციალურეს.

როგორც ჩანს, გია ცეცაძესა და კლუბის ხელმძღვანელობას უმაღლესი მიზნები აქვთ. ისინი თურქულ შეკრებაზე უკვე წავიდნენ და რამდენიმე ამხანაგურ მატჩს გამართავენ.

გთავაზობთ “ტორპედოს” სავარაუდო შემადგენლობას ახალი სეზონისთვის, ამჟამინდელი მდგომარეობით.

ჩვენი აზრით, ცეცაძე თავის ფილოსოფიას არ უღალატებს და ჩვეული 3-5-2 ტაქტიკით ითამაშებს.

 

Share