საფინა და ბერულავას წყვილმა ევროპის ჩემპიონატი მეოთხე ადგილზე დაასრულა

უცხოური ვარიანტები, მოლაპარაკებები დინამოსთან – როგორ გადავიდა პაპუნაშვილი ტორპედოში?
იანვარი 14, 2022 00:23
VIDEO – “ვირთხა ხარ” თოფურია ევლოევს პასუხობს
იანვარი 14, 2022 17:05

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით მოასპარეზე ლუკა ბერულავას და კარინა საფინას წყვილმა მეოთხე ადგილი დაიკავა.

მოკლე პროგრამის შემდეგ საფინა-ბერულავა 61.93 ქულით მეექვსე ადგილს იკავებდნენ. დღეს, ისინი თავისუფალი პროგრამით წარდგნენ და მათი  გამოსვლა მსაჯებმა 122.12 ქულით შეაფასეს.

საბოლოო ჯამში კი, მათ 184.05 მოუგროვდათ და მეოთხე ადგილს დასჯერდნენ. ქართული წყვილი მხოლოდ რუსებს ჩამორჩნენ.

Share