VIDEO – “ვირთხა ხარ” თოფურია ევლოევს პასუხობს

საფინა და ბერულავას წყვილმა ევროპის ჩემპიონატი მეოთხე ადგილზე დაასრულა
იანვარი 14, 2022 00:36
ჩელენჯ თასზე ნინიაშვილი ძირითადშია
იანვარი 14, 2022 17:22

2022 წლის 22 იანვარს, UFC სუპერმსუბუქი წონით კატეგორიაში ქართველი ილია თოფურია, ინგუშ მოვსარ ევლოევს უნდა შეხვედროდა, თუმცა ევლოევი ბრძოლას კოვიდ ინფექციის გამო ჩაეხსნა.

ახლახან ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ ტვიტერზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც, მოვსარ ევლოევს მიმართავს :  “მე არაფერი დამიწყია, ეს ყველაფერი შენ დაიწყე შე ვირთხავ. მე ლოს ანჯელესში ჩამოვედი საბრძოლველად და შენ ბრძოლას ჩაეხსენი. ჩემ სამშობლოში როცა ორს კაცს ჩხუბი აქვს და ერთი იპარება, მას ვირთხას ეძახიან. შენ ოქტაგონზე გაუსვლელად დაკარგე დაუმარცხებლის სტატუსი იმიტომ, რომ ვირთხა ხარ. შენ მხოლოდ ინტერნეტში ხარ მაგარი” – ამბობს თოფურია.

ამჟამად უცნობია, თუ ვინ ჩაანაცვლებს ევლოევს, ან საერთოდ გაიმართება თუ არა თოფურიას ბრძოლა უახლოეს მომავალში.

Share