ტორპედოს პირველი მეტოქე თურქულ შეკრებაზე ცნობილია

საბა ქუმარიტაშვილმა ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა
იანვარი 13, 2022 17:25
უცხოური ვარიანტები, მოლაპარაკებები დინამოსთან – როგორ გადავიდა პაპუნაშვილი ტორპედოში?
იანვარი 14, 2022 00:23

პირველი ქართული გუნდი რომელიც თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა, ქუთაისის “ტორპედო” იყო.

კლუბის ოფიციალურმა ფეისბუქ გვერდმა, გუნდის მთავარი მწვრთნელის, გია ცეცაძის ინტერვიუ გამოაქვეყნა. საუბარი თურქულ შეკრებას და ამხანაგურ მატჩებსაც შეეხო.

“თურქულ შეკრებაზე 10 იანვარს გავემგზავრეთ, ჩამოვედით და ქალაქ ბელეკში დავბინავდით. ამ ეტაპზე შეკრებაზე 17 ფეხბურთელი და სამწვრთნელო სტაფი ვიმყოფებით.

ახლახან შემოგვიერთდა დინო ჰამზიჩი, ველოდებით სხვა ფეხბურთელებსაც, რომლებიც შეკრებაზე დაგვემატებიან. ასევე, შემოგვიერთდება ახალგაზრდა ნიჭიერი მეკარე, რომელიც სინჯებზე ჩამოვა და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას.

ორი დღეა ორჯერად ვარჯიშებს გავდივართ, 29 იანვრამდე გვექნება ერთი შესვენება. სწორედ 29 რიცხვში გვაქვს დაგეგმილი ამხანაგური მატჩი, კერძოდ მონტენეგრულ “რუდართან” ვითამაშებთ.

რაც შეეხება მეორე შეკრებას, 2 თებერვლიდან შევიკრიბებით. არის მოლაპარაკებები რამდენიმე საკმაოდ ნორმალური სიძლიერის გუნდთან. თუმცა, ჩვენი სტრატეგიიდან გამომდინარე, ჯერ არ მიგვიღია გადაწყვეტილება, 4-5 დღეში უკვე დავადასტურებთ გუნდების ვინაობას ვისთანაც ვითამაშებთ.

შეხვედრები იქნება 4, 8, 13 და 17 თებერვალს, ამის შემდეგ გამოვემგზავრებით საქართველოში და ეროვნული ჩემპიონატისთვის მზადებას შევუდგებით. “;- ამბობს ტორპედოს მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე

Share