გუგეშაშვილს ძირითადში ადგილის მოპოვება გაუჭირდება – ვალერი აბრამიძე

მამარდაშვილის თამაშის შანსი იზრდება – სილენსენის შემდეგ პრობლემები დომენიკსაც აქვს
იანვარი 15, 2022 13:18
▶️ VIDEO თორნიკე შენგელიას დაფარება ტურის Top 10-ში
იანვარი 15, 2022 16:11

სულ ცოტა ხნის წინ, აგდამის “ყარაბაღმა” ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის ლუკა გუგეშაშვილის ტრანსფერი გააოფიციალურა.

Azerisport.com-ი აზერბაიჯანული “ნეფტჩისა” და ბაქოს “ინტერის” (ამჟამად “კეშლა”) ყოფილ მცველს ვალერი აბრამიძეს დაუკავშირდა და 22 წლის მეკარის “იაგელონიადან” ყარაბაღში გადასვლის შესახებ ესაუბრა.

“ამ მეკარეს საქართველოში სერიოზული რეპუტაცია აქვს.  თამაშობდა ესპანურ “გრანადაში”. ის ახალგაზრდა, უკვე საკმაოდ გამოცდილი და პერსპექტიური მეკარეა.

ყარაბაღში გადასვლა მისთვის წინგადადგმულ ნაბიჯად მიმაჩნია, ის კლუბისთვის სარგებლის მომტანი უნდა იყოს. მაგრამ ლეგიონერების ლიმიტის გამო მას გაუჭირდება, პლიუს აზერბაიჯანის ნაკრების “პირველი მეკარის” შაჰრუდინ მაგომედალიევის კონკურენტი უნდა იყოს.

საიდუმლო არ არის, რომ ყარაბაღის ძირითად შემადგენლობაში ლეგიონერები დომინირებენ. ასეთ შემთხვევაში, ლეგიონერი მეკარის დაყენება, როდესაც გუნდის შემტევი ძალა ძირითადად უცხოელებისგანაა დაკომპლექტებული, ყოველთვის გონივრული არ არის. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ლუკა თავისას გააკეთებს. “;- ამბობს ვალერი აბრამიძე

 

 

 

Share