ბრძოლის დღე – გიგა ჭიკაძე 🆚 კელვინ კატარი

🔴 LIVE “სერენი” 🆚 “როიალ უნიონი” – მიქაუტაძე ძირითადშია!
იანვარი 15, 2022 21:10
VIDEO გიორგი ქვილითაიამ კვიპროსში მორიგი გოლი გაიტანა
იანვარი 15, 2022 21:41

16 იანვარს, გამთენიის 2 საათიდან UFC საბრძოლო დივიზიონის UFCVegas46 ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების მთავარ დაპირისპირებაში ერთმანეთს მიმდინარე რეიტინგის მერვე ნომერი გიგა ჭიკაძე და რეიტინგის მეხუთე ნომერი კელვინ კატარი დაუპირისპირდებიან.

ქართველ  მებრძოლს 14 ბრძოლიანი დაუმარცხებელია სერია უმაგრებს ზურგს, თანაც ბოლო სამი ბრძოლა ჭიკაძემ ტექნიკური ნოკაუტით დაასრულა, დაუმარცხებლად ასპარეზობს კელვინ კატარიც, ამერიკელ სპორტსმენის ანგარიშზე ზედიზედ 22 ბრძოლაა. გამარჯვების შემთხვევაში დიდი ალბათობით ჭიკაძე მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლებს და სატიტულო ბრძოლის მთავარი კანდიდატი გახდება, წონის ჩემპიონი ამჟამად ალექს ვოლკანოვსკია, რომელიც მარტში მაქს ჰოლუვეის უნდა შეხვედროდა, თუმცა ჰოლუვეის ტრავმიდან გამომდინარე ბრძოლა არ შედგება, ასევე ჯერ-ჯერობით უცნობია თუ ვინ შეხვდება ვოლკანოვსკის ჰოლუვეის მაგივრად, ამ ეტაპზე ყველაზე რეალური ვარიანტი კორეელი სპორტსმენი, მეტსახელად “ზომბია”.

კელვინ კატარისა და გიგა ჭიკაძის ბრძოლა თბილისის დროით გამთენიის 5:40 წუთზეა ჩანიშნული, დაპირისპირების ხილვას ჩვენს გვერდზე არსებული ლინკის საშუალებით შეძლებთ.

 

Share