საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა, თბილისის სპორტის სასახლეში, ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ამხანაგური შეხვედრა გამართა, ჩვენი ნაკრების მეტოქე უზბეკეთის ნაკრები გახლდათ, მატჩი ქართველი ფეხბურთელების სასარგებლოდ 6:2 დასრულდა.
საქართველოს ნაკრების მხრიდან გოლები თალესმა, კურტანიძემ, სეფისკვერაძემ, ელისანდრუმ და თოფურიამ გაიტანეს.
ხვალ, საქართველოს ნაკრები ტაჯიკეთის ნაკრების წინააღმდეგ კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს, მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში 18 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრები 19 იანვარს ნიდერლანდებში გაემგზავრება, სადაც ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას, ჯვაროსნები პირველ შეხვედრას 22 იანვარს, აზერბაიჯანის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.