ჩაკვეტაძე კვლავ განაცხადს მიღმაა – რა ბედი ელის ქართველს?

გაძლიერება გრძელდება: დილამ კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა
იანვარი 21, 2022 23:54
ვინისიუსთან და დევისთან ერთად – კვარაცხელია საუკეთესო დრიბლიორებშია!
იანვარი 22, 2022 00:11

ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელის გიორგი ჩაკვეტაძის მომავალი კვლავ ბუნდოვანია.

ჩაკვემ “გენტთან” ერთად მოსამზადებელი ეტაპი ესპანეთში სრულად გაიარა და სათამაშოდაც მზადაა, თუმცა…

უკვე მერამდენე მატჩია, რაც “გენტის” მთავარმა მწრთნელმა  ჩაკვეტაძე 19-კაციან განაცხადში არ შეიყვანა. მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის, რომ კარგი ურთიერთობა აღარ არის, ამის შესახებ ადრეც ვწერდით.ამ ვითარების ფონზე, დიდი ალბათობით ქართველი  გუნდს ამ ზამთარშივე დატოვებს.

ბელგიაში სატრანსფერო ფანჯარა 31 იანვარს იხურება, შესაბამისად თუ კი ქართველი ფეხბურთელი გუნდის დატოვებას, თუნდაც იჯარის წესით აპირებს, მაშინ დრო არც თუ ისე დიდი რჩება.

ბელგიის ჩემპიონატის 23-ე ტურში “გენტი” დღეს “შარლერუას” დაუპირისპირდება.

Share