გაძლიერება გრძელდება: დილამ კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა

მნიშვნელოვანი მატჩის წინ ფუტსალის ნაკრებს მთავარი ლიდერი დაუბრუნდა
იანვარი 21, 2022 22:55
ჩაკვეტაძე კვლავ განაცხადს მიღმაა – რა ბედი ელის ქართველს?
იანვარი 21, 2022 23:58

გორის “დილა” ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს და კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა.

ჩვენი ინფორმაციით, 25 წლის ცენტრალური მცველი ანდრო გიორგაძე მომავალი სეზონიდან გორულ კლუბში ითამაშებს.

გიორგაძე წინა წელს “სამტრედიაში” გამოდიოდა. ის თითქმის ყველა მატჩში ძირითადში იყო, თუმცა სეზონი წარუმატებელი გამოდგა – იმერული კლუბი გავარდა.

რაც შეეხება “დილას”, დემჩენკოს გუნდი კიდევ რამდენიმე ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს, რომელზე ინფორმაციასაც უახლოეს დღეებში მოგაწვდით.

Share