ერთ-ერთი სტატისტიკური კომპანია იმ ახალგაზრდა ფეხბურთელების სიას გვთავაზობს, ვისაც ევროპაში ყველაზე მეტი დრიბლინგი აქვს გაკეთებული.
აღსანიშნავია, რომ სიაში “რუბინის” ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელიაცაა.
ხვიჩამ ჯამში 40 დრიბლინგი განახორციელა და ამ მაჩვებებლით მე-8 ადგილს იკავებს.
სიის ლიდერი “ბაიერნის” მარცხენა მცველი ალფონსო დევისია, მეორე ადგილი “რეალის” შემტევს ვინისიუს ჯუნიორს უკავია.