2 წელია არ ჩანს… კიდევ ერთი დაკარგული ტალანტი – სად არის ლუკა ზარანდია?

გაძლიერება იწყება – ლოკომოტივი 2 ფეხბურთელს იმატებს
იანვარი 25, 2022 22:25
კონტრაქტის პირობები ცნობილია – დილა ბრაზილიელ შემტევს შეუთანხმდა
იანვარი 26, 2022 00:11

ბევრი ქართველი ფეხბურთელი ვიცით ისეთი, ვინც ახალგარზდულ ასაკში საკმაოდ ნიჭიერი იყო, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, შემდეგ კი სხვადასხვა მიზეზების გამო იმედები ვერ გაამართლეს.

25 წლის ლუკა ზარანდია ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ნათელი წერტილი იყო. ის “ლოკომოტივსა” და ახალგაზრდულ ნაკრებებში დიდებულად თამაშობდა, ვაისმა ეროვნულ ნაკრებშიც უხმო.

ზარანდია “არკა გდინიას” რიგებში კარგად თამაშობდა, ლიდერი იყო და გუნდს ულამაზესი გოლით პოლონეთის თასიც მოაგებინა.

შემდეგ კი ბელგიურ “ვარეგემში” წავიდა, სადაც მწვრთნელი არასწორ პოზიციაზე ათამაშებდა, რაც ლუკას თამაშის ხარისხზეც აისახა. ამას ისიც დაემატა, რომ 2020 წელს ზარანდიამ მძიმე ტრავმა მიიღო და დღემდე არ გამოჩენილა.

ჩვენი ინფორმაციით, ის “ვარგემთან’ ერთად უკვე რამდენიმე თვეა ვარჯიშობს, თუმცა მწვრთნელს განაცხადში არ შეჰყავს, კონტრაქტი კი ამ ზაფხულს ეწურება.

ბოლოს ზარანდიამ 2020 წლის მარტში ითამაშა, როცა “ტობოლში” იყო განათხოვრებული. უკეთესი იქნება, თუ ის არაბიძის და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის მსგავსად, მშობლიურ ქვეყანაში, თუნდაც ისევ “ლოკომოტივში” დაბრუნდება და სასურველ კონდიციებში ჩადგება.

Share