კონტრაქტის პირობები ცნობილია – დილა ბრაზილიელ შემტევს შეუთანხმდა

2 წელია არ ჩანს… კიდევ ერთი დაკარგული ტალანტი – სად არის ლუკა ზარანდია?
იანვარი 25, 2022 22:53
“ეს არ გადამითარგმნეს, მაგრამ მაინც გავიგე” – ინკუმმა ცეცაძე გააკრიტიკა
იანვარი 26, 2022 00:52

რამდენიმე დღის წინ ექსკლუზიურად დავწერეთ, რომ გორის დილა პრემიერლიგაში მოთამაშე ბრაზილიელ შემტევთან მოლაპარაკებებს მართავდა და რომ ის დიდი ალბათობით დილას მაისურს მოირგებდა.

ჩვენი ინფორმაცია დადასტურდა: “ლვოვის” 26 წლის შემტევი ალვარო ტავარესი გორულ კლუბს შეუთანხმდა. როგორც თავად ფეხბურთელმა დაგვიდასტურა, სულ მალე საქართველოში იქნება და კონტრაქტსაც გააფორმებს.

Qomagebi.ge-ს ინფორმაციით, საუბარია 1-წლიან იჯარაზე, რომლის დასრულების შემდეგ დილას კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება ექნება.

2021-2022 წლების სეზონში ტავარესმა ლვოვის შემადგენლობაში 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა. გასულ სეზონში მან 13 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

Transfermarkt-ზე ბრაზილიელი ნახევარმცველი 400 ათას ევროდაა შეფასებული.

Share