ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა აზერბაიჯანი 3:2 დაამარცხა.
უეფას რეიტინგში ავთანდილ ასათიანის გუნდმა პოლონეთისა და ფინეთის ნაკრებებს გადაასწრო და მე-13 ადგილზე გადაინაცვლა.
თუ ჩვენი ნაკრები ჯგუფიდან გავა, დიდია ალბათობა, რომ საუკეთესო ათეულშიც შევიდეს.
საქართველოს ნაკრები შემდეგ მატჩს დღეს, 20:30 საათზე, ბოსნიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.