არ მივდივარო, მაგრამ… მარგველაშვილი დინამოდან უცხოეთში წავიდა

1,5-წლიანი იჯარა – კუციას ახალი კლუბი ცნობილია
იანვარი 28, 2022 22:14
შეიკრიბნენ და ტრანსფერები გააკეთეს: თელავმა 2 ფეხბურთელი დაიმატა
იანვარი 28, 2022 23:44

საქართველოს ჩემპიონის ბათუმის “დინამოს” ცენტრალური მცველი მაკედონიურ “შკუპში” ითამაშებს.

შკუპის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ფეხბურთელსა და კლუბს შორის 2-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

25 წლიც მცველმა გუნდის ვებ-გვერდთან კომენტარი გააკეთა.

“მიხარია აქ ყოფნა, ამ გუნდში საკმაოდ კარგი ატმოსფეროა. ასევე, ამ გუნდს ჰყავს პროფესიონალი მთავარი მწვრთნელი და მიხარია, რომ მასთან ვიმუშავებ.

სკოპიე კარგ ფეხბურთს თამაშობს, ბევრი გოლს გააქვს და ძალიან ცოტას უშვებს, ამ გუნდში ძალიან კარგი ფეხბურთელები თამაშობენ.

სკოპიე ტიტულისთვის იბრძვის და მუდმივად ვიმუშავებ, რათა მივაღწიოთ მიზნებს. მინდა ჩემპიონობა ერთად ვიზეიმოთ და  ევროტურნირებზეც წარმატებულად გამოვიდეთ.

ვიცი, რომ კლუბს გულშემატკივრების მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს და გპირდებით, რომ ამ მაისურის ფერებს მაქსიმალურად დავიცავ“ , – განაცხადა გაგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მარგველაშვილმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ დინამოდან წასვლას არ აპირებდა.

რაც შეეხება მის ახალ გუნდს, შკუპი ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონატში 42 ქულით პირველ ადგილზეა.

Share