ესპანეთის საკალთბურთო ჩემპიონატის მე-17 ტურის მატჩში “ტენერიფე” სტუმრად “სან პაბლო ბურგოსს” დაუპირისპირდა და 81-73 დაამარცხა.
ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო კალათბურთელი ქართველი ცენტრი, გიორგი შერმადინი გახდა, ქართველმა მოთამაშემ პარკეტზე გატარებულ დროში 21 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
“ტენერიფე” 17 ტურის შემდეგ ესპანური ACB ლიგის მე-9 პოზიციაზეა, ჩემპიონთა თასის გათამაშებაში კი გამარჯვებულთა ეტაპზე ორიდან ორი მოგებით ჯგუფის სათავეშია.