რამდენიმე დღის წინ დავწერეთ, რომ 25 წლის მცველი ანდრო გიორგაძე კარიერას გორის “დილაში” გააგრძელებდა.
გიორგაძე გორულ კლუბთან ერთად რამდენიმე კვირა მართლაც ვარჯიშობდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ტრანსფერი ჩაიშალა.
ჩვენი ექსკლუზიური ინფორმაციით, გიორგაძე კარიერას ყაზახურ “აკჟაიკში” გააგრძელებს.
”აკჟაიკი” ყაზახეთის ჩემპიონატში 32 ქულით მე-9 ადგილს იკავებს. ამ გუნდში კიდევ ერთი ქართველი ლუკა იმნაძეც ირიცხება.