ქუთაისის “ტორპედომ” 12 ნომრიანი მაისური გააუქმა

“რუსეთთან დაპირისპირება ჩვენთვის ომია” – ბორჯღალოსნები პრინციპული მატჩის მოლოდინში
თებერვალი 14, 2022 11:37
“სამწუხაროა, რომ მამარდაშვილი საუკეთესო იყო” – ესპანური მედია
თებერვალი 14, 2022 13:12

ქუთაისის “ტორპედოს” ოფიციალური გვერდი 12 ნომრიანი მაისურის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს :

“ქუთაისის ტორპედოს ხელმძღვანელობამ გულშემატკივართა საპატივსაცემოდ 12 ნომრიანი მაისურის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
ტორპედო აფასებდა, აფასებს და მომავალშიც დააფასებს ერთგული ქომაგის გვერდში დგომასა და მხარდაჭერას, რომელიც კლუბის განუყოფელი ნაწილია. წლების განმავლობაში სამაგალითო გულშემატკივრობის ნათელი გამოვლინება, ბევრჯერ დაეხმარა კლუბს, დასახული მიზნების მიღწევაში.
ამ ქმედებით, მადლობას ვუხდით თითოეულ გულშემატკივარს. „ჯუნგლების“ იმ მრავალრიცხოვან ფანკლუბს, რომლიც 1960 წლიდან, ტორპედოს გვერდში დგას!
წინ ერთად დიდი გზაა გასავლელი! ერთად ბევრს შევძლებთ! გელოდებით სტადიონზე ჩვენს მეთორმეტე მოთამაშეებს!” – წავიკითხავთ კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

მსგავსი ფაქტი საქართველოს მასშტაბით პირველი არ არის, 2020 წელს,  გიორგი შაქარაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების შემდეგ, საფეხბურთმა კლუბმა “საბურთალომ” 21 ნომრიანი მაისური გააუქმა.

სათამაშო ნომრის ხმარებიდან ამოღებასთან დაკავშირებით ფაქტებს სხვადასხვა ქვეყნებშიც  შევხვდებით, მაგალითად: 2019 წელს, იტალიურმა “ფიორენტინამ” დავიდე ასტორის გარდაცვალების შემდეგ 13 ნომრიანი მაისურის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

Share