საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ხვალ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგ შეხვედრას გამართავს და ჩრ.მაკედონიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ჩვენი გუნდი აღნიშნულ შეხვედრას სერიოზული დანაკლისით ხვდება. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ხვალ საქართველოს ნაკრების დახმარებას ვერ შეძლებს ბექა ბურჯანაძეა.
Qomagebi.ge ბექა ბურჯანაძეს დაუკავშირდა და მას მოკლე კომენტარი ჩამოართვა.
“უმნიშვნელოვანესი თამაშებია. სამომავლო პერსპექტივითვის, როელიც ჩვენი გუნდის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს ეხება, ორივე მატჩი უნდა მოვიგოთ. ვფიქრობ, ჩვენ უკეთესი გუნდი ვართ და ბიჭებმა ამის უნდა ირწმუნონ. “-გვითხრა ბექა ბურჯანაძემ საქართველო ჩრ.მაკედონიის ხვალინდელი მატჩი 18:00 ზე გაიმართება.