27 თებერვალს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” საქართველოს მორაგბეთა ეროვნული 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მორის შეხვედრას რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
ამ მატჩში გამარჯვებით “ბორჯღალოსნები” მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველ ადგილს გაინაღდებენ და ყველა მასშტაბურ ტურნირზე ევროპა 1-ის ეგიდით გავლენ. რუსეთთან მატჩამდე სარაგბო კლუბ “კრასნი იარის” პრეზიდენტმა სერგეი ჩუპროვმა rugger.info-სთან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთზე ბევრად წინ არ დგას.
“ქართველებმა ჩვენს წინააღმდეგ უძლიერესი შემადგენლობა გამოიძახეს. უნდათ ყველას დაანახონ, რონ ჩვენზე ბევრად წინ არიან, მაგრამ ეს ასე არ არის. თუ ჭკვიანურად ვითამაშებთ და დაცვაში ბევრ შეცდომებს არ დავუშვებთ ჩვენ მათი დამარცხება შეგვიძლია.”-თქვა ჩუპროვმა