“ხვალ შანსი ბევრ ახალ მოთამაშეს მიეცემა”-ილიას ზუროსი

“კარგი დაცვით უნდა მოვიგოთ”-გიორგი შერმადინი
თებერვალი 23, 2022 20:49
“საქართველო ბევრით არაფრით გვჯობია”-კრასნი იარის პრეზიდენტიი
თებერვალი 23, 2022 22:24

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ხვალ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრას გამართავს. თბილისის გივი კარტოზიას სახელობის სპორტის სასახლეში საქართველო ჩრ.მაკედონიის ნაკრებს დაუპირისპირდება. დღეს, ილიას ზუროსის გუნდმა წინასამატჩო ვარჯიში გამართა, რომლის დასრულების შემდეგაც ჩვენი გუნდის ბერძენმა მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა.

“ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ. ძალიან ბევრი მოთამაშეები გვაკლია და მდგომარეობა არც ისე მარტივია. ჩვენ ლიგებთაბ გვაქ პრობლემები კორონავირუსის შეზღუდვების გამო. ამიტომ რთულ თამაშს ველოდებით. თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავიმარჯვოთ. გამომდინარე იქიდან რომ ბევრი მოთამაშეები გვაკლია, ხვალინდელ შეხვედრაში ახალ მოთამაშეებს შანსი მიეცემათ.”-თქვა ილიას ზუროსმა

Share