ჩატარდება თუ არა საქართველო –რუსეთის მატჩი?

დუბაის შემდეგ ბასილაშვილი ინდიან უელსზე გადაინაცვლებს
თებერვალი 24, 2022 12:09
“ჩვენი მხრიდან მატჩის გადადება არ განიხილება”-რაგბის კავშირის პასუხი
თებერვალი 24, 2022 13:14

კვირას, 27 თებერვალს თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე”  დაგეგმილი საქართველო*რუსეთის სარაგბო შეხვედრა შესაძლოა გადაიდოს.  ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით “რაგბი ევროპა” მსოფლიო რაგბისთან და ოორივე მხარის ფედერაციებთან ერთად, უკრააინაში შექმნილი საომარი მოქმედების გამო მატჩის გადადებას განიხილავს, რადგან მატჩზე შესაძლოა რუსი მორაგბეების მისამართით პროვოკაციებიც მოხდეს.

 

ჩვენ ამ ინფორმაციის გარკვევას რაგბის კავშირის პრეს-სამსახურში შევეცადეთ, მაგრამ  მათგან ჯერჯერობით ზუსიტი პასუხი ვერ მივიღეთ.

 

შეგახსენებთ, საქართველოსა და რუსეთის სარაგბო დაპირისპირება  1993 წლიდან იღებს სათავეს და 25 ჩატარებულ შეხვედრაში საქართველოს 23 მოგება აქვს.

Share