“უკრაინა ამ ბოროტებას დააამარცხებს” –გიორგი ცინცაძე

“ჩვენი მხრიდან მატჩის გადადება არ განიხილება”-რაგბის კავშირის პასუხი
თებერვალი 24, 2022 13:14
საქართველოს პირველმა ჩოგანმა უკრაინას თანადგომა გამოუცხადა
თებერვალი 24, 2022 16:19

უკრაინელ ხალხს თანადგომა გამოუცხადა საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა გიორგი ცინცაძემაც.

“ჩემი მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს. მათ უდიდეს ბოროტებასთან აქვთ ჭიდილი, მაგრამ ამ ბრძოლაში საქართველოც გაიმარჯვებს და უკრაინაც. მე ამის მჯერა”, – გვითხრა გიორგი ცინცაძემ.

შეგახსენებთ, დღეს თბილისის სპორტის სასახლეში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგი შეხვედრა გაიმართება, რომელშიც საქართველო ჩრდ მაკედონიას დაუპირისპირდება.

 

უკრაინელ ხალხს თანადგომა გამოუცხადა საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ, რომელმაც თავისი ვებგვერდი საქართველო უკრაინის  ფერებში გააფორმა.

Share