მსოფლიო რაგბიმ რუსეთზე გადაწყვეტილება მიიღო

VIDEO: ერთ წუთში 2 გოლი! – დინამო თბილისი ტორპედოს ამარცხებს
თებერვალი 25, 2022 21:44
VIDEO დუბლი! ქვილითაიას გოლი “ომონიას” წინააღმდეგ
თებერვალი 25, 2022 22:28

ჩვენი ხელუსუფლებისგან და მთავრობის მაღალჩინოსნებისგან განსხვავებით მსოფლიო რაგბის მართველი ორგანო მსოფლიო რაგბი სპორტსა და პოლიტიკას ერმანეთისგან არ მიჯნავს.

იგი სრულიად იზიარებს რაგბი ევროპის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საომარი მოქმედების შეწყვეტამდე რუსეთში კრძალავს რაგბი ევროპისა და მსოფლიო რაგბის ეგიდით ჩასატარებელ ყველა ღონისძიებას და რუსეთის ნაკრების მონაწილეობას ოფიციალურ ტურნირებში.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის უკრაინა-რუსეთის საომარი მოქმედების გამო, გაურკვეველი ვადით გადაიდო “დინამო არენაზე” გასამართი საქართველო-რუსეთის სარაგბო დაპირისპირება. იგივე ბედი ელის 6 მარტს სოჭში დაგეგმილ “ენისეისა” და “შავი ლომის” დაპირისპირებას.

Share