“გუნდში იყო ალალი რწმენა, რომ საქართველოს დავამარცხებდით”-რუსეთის მწვრთნელი

“არასრულწლოვანი ნაძირალა” – კვეკვესკირმა უკრაინელ მცველს უპასუხა
მარტი 2, 2022 16:26
🔴 LIVE “ჰამბურგი” 🆚 “კარლსრუე” – ჩაკვეტაძე ძირითადშია!
მარტი 2, 2022 20:59

სანამ უკრაინა-რუსეთის საომარი მოქმედებები დაიწყებოდა და რუსეთს სპორტში ყველაფრიდან მოკვეთავდნენ 27 თებერვალს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” საქართველო რუსეთის 26-ე სარაგბო დაპირისპირება იყო დაგეგმილი. ეს “ბორჯღალოსნებისთვის” ისტორიული 250-ე დაპირისპირება იქნებოდა და უძლიერესი შემადგენლობა იყო შეკრებილი, მაგრამ ამის მიუხედავად რუსთა სამხრეთ აფრიკელი მთავარი მწვრთნელი დიკ მიური იმედიანადაა განწყობილი და ამბობდა, რომ ამ ფორმაციის რუსეთის ნაკრებს საქართველოს დამარცხება შეელო.

“გუნდში იყო ალალი რწმენა, რომ პირველად 29 წლის შემდეგ ჩვენ საქართველოს დავამარცხებდით. ძალიან გვსურდა თბილისში ჩასვლა და 50 000 გულშემატკივრის თანდასწრებით “ბორჯღალოსნების” დამარცხება,მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ბიჭებმა დიდი შრომა ჩადეს ახალი ტაქტიკის დამუშავებაში და გუნდში ბრწყინვალე განწყობა იყო. რუს მორაგბეებს დიდი მომავალი აქვთ და იმედია ეს სანქციები მალე მოიხსნება”-თქვა დიკ მიურმა

 

 

Share