ბოლო პერიოდში უკრაინაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ, რუსული “ცსკა” ოფიციალურად დატოვა.
მოსკოვური გუნდის დატოვების შემდეგ, ვრცელდებოდა ინფორმაცია, შენგელიას ყოფილ გუნდში, “ბასკონიაში” დაბრუნების შესახებ, თუმცა შეთანხმება არ შედგა.
უახლესი ინფორმაციით თორნიკე შენგელიას გადაბირება ახლა იტალიურ და ესპანურ კლუბებს სურთ. basketballnews – ის ინფორმაციით, საუბარი “ვალენსიასა” და “ვირტუს ბოლონიაზეა”.