“ევროლიგაში ან NBA-ში თამაში სურს”- სად გააგრძელებს შენგელია კარიერას?

▶️VIDEO აბუაშვილის მორიგო გოლი – ქართველმა “რიუ ავეს” გაუტანა
მარტი 6, 2022 14:56
პირველად ორი წლის შემდეგ – ჩაკვეტაძეს გამორჩეული მატჩი ჰქონდა
მარტი 6, 2022 16:28

LA GAZZETTA DELLO SPORT-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია კარიერას “ვირტუს ბოლონიაში” გააგძელებს:

“ვირტუს ბოლონია მოსკოვის ცსკა-ს კიდევ ერთი ვარსკვლავის, თორნიკე შენგელიას დამატებასთან ახლოსაა. დანიელ ჰეკეტის ხელში ჩაგდების შემდეგ, კლუბი ახლოსაა 30 წლის ქართველთან შეთანხმებას მიაღწიოს. შენგელიამ მოსკოვი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დატოვა. „ჩემთვის შეუძლებელია რუსეთის არმიის კლუბში თამაშის გაგრძელება“, – თქვა შენგელიამ წითელი არმიის კლუბიდან წასვლისას, რომელთანაც 2020 წელს სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
“თოკო” ევროლიგის ერთ-ერთი უძლიერესი მოთამაშეა, 206 სმ-იანი გარემარბი, რომელიც გააძლიერებს ვირტუსს. ჰეკეტის მსგავსად, შენგელია სეზონს ევროლიგის გუნდში ვეღარ გააგრძელებს. ასე რომ, ქართველის დამატება ევროთასების გუნდებმა, პირველ რიგში, ვირტუსმა და ვალენსიამ მოინდომეს.

კონტრაქტი – მომავალი სეზონისთვის შენგელიას ევროლიგაში ან NBA-ში თამაში სურს. ასე რომ, ვირტუსთან ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს სეზონის ბოლომდე, ევროლიგაში კვალიფიკაციის შემთხვევაში მისი გახანგრძლივების შესაძლებლობით,”-წერია სტატიაში

Share