მოსკოვის “ცსკას” ოფიციალური გვერდი საქართველოს ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას კომენტარს აქვეყვნებს. ქართველი კალათბურთელი კლუბს ემშვიდოდება და წასვლის მიზეზზე საუბრობს.
“მინდა მადლობა გადავუხადო ცსკა-ს თავისი ჩემდამი დამოკიდებულებისთვის, ასევე მადლობა გადავუხადო ანდრეი ვატუტინს და ნატალია ფურაევას. ასევე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო დიმიტრი იტუდისს, სამწვრთნელო შტაბს და კლუბის ყველა წევრს.
რაც შეეხება ჩემს თანაგუნდელებს, ვამაყობ, რომ მათი გუნდის წევრი ვიყავი.
სამწუხაროა, რომ ჩემი წასვლის მიზეზი კალათბურთს არ უკავშირდება, მაგრამ ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც არჩევანი უნდა გააკეთო და მე გავაკეთე,” -ამბობს შენგელია
შეგახსენებთ, რომ შენგელიამ “ცსკა” პროტესტის ნიშნად დატოვა.