რა ხდება საქართველო – იტალიის მატჩის გარშემო – ბაჩო ხურციძის ექსკლუზიური კომენტარი

“ყველანაირ ნაგავს აქ ყრიან და აგენტებს უზარმაზარ ფულს აძლევენ” – კავაზაშვილი ლეგიონერებზე
მარტი 8, 2022 02:09
უახლესი ინფორმაცია – ითამაშებთ თუ არა არაბიძე საბურთალოსთან
მარტი 8, 2022 16:02

რამდენიმე თვის წინ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს და იტალიის მორაგბეთა ნაკრებები ერთმანეთს კვლავ უნდა დაუპირისპირდნენ, 2017 წლისგან განსხვავებით ამჯერად მასპინძელი ბორჯღალოსნები იქნებიან.

Qomagebi.Ge საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს დაუკავშირდა, ბაჩო ხურციძესთან თემის ირგვლივ ვისაუბრეთ :

“იტალიასთან ტესტ-მატჩი დადასტურებულია და თუ ჩვენს მეგობარ ქვეყანაში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ევროპაში გარკვეული პრობლემები არ შექმნა ეს მატჩი აუცილებლად შედგება. იტალიელებთან მატჩი მსოფლიო ჩემპიონატამდე ერთი წლით ადრე ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ტესტი იქნება, მთავარი ტურნირისთვის მოსამზადებლად. მასპინძელ სატდიონს რაც შეეხება. აქტიურად მიდის საუბრები იმის შესახებ, რომ ეს მატჩი ბათუმში ახალ სტადიონზე გაიმართებს. ბათუმი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ქალაქია და ჩვენთვის პრიორიტეტს წარმოადგენს ისევე როგორც ყველა რეგიონში, მათ შორის აჭარაშიც რაგბის განვითარება. “დინამო არენა” და ბათუმის სტადიონი ამ სტადიონებს განვიხილავთ და აქ სხვადასხვა ლოჯისტიკური თემებია განსახილველი. – გვითხრა ბაჩო ხურციძემ

შეგახსენებთ, რომ საქართველოს და იტალიის ნაკრებები ერთხელ უკვე შეხვდნენ ერთმანეთს, 2017 წელს ფლორენციაში გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ, ახალი მატჩი 2022 წლის ივლისშია დაგეგმილი.

Share