გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია კარიერას “ვირტუს ბოლონიაში” გააგრძელებს. ქართველმა იტალიურ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც შენგელია “ვირტუსს” დატოვებს და თავისუფალი აგენტი გახდება ესპანურ კლუბთან, “ბარსელონასთან” მრავალწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
Tornike Shengelia has a deal with Barcelona, per report #EuroLeaguehttps://t.co/gaP68pFHMJ
— Eurohoops (@Eurohoopsnet) March 8, 2022
შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია ბოლონიელებს მოსკოვის “ცსკა”-დან შეუერთდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ პროტესტის ნიშნად დატოვა.