FIBA განახლებული რეიტინგი –რომელ ადგილზეა საქართველო?

▶️ VIDEO ყაზაიშვილის საგოლე გადაცემა “სეულის” წინააღმდეგ
მარტი 11, 2022 15:42
უახლესი ინფორმაცია – რა მდგომარეობაშია მშენებარე სპორტის სასახლე
მარტი 11, 2022 17:40

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოპოვებული ორი გამარჯვების შემდეგ რეიტინგში დაწინაურდა.

მაკედონიელებთან მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ, ჩვენ გუნდს 16.8 ქულა დაემატა და ორი საფეხურით წინ წაიწია. ქართველი “ჯვაროსნები” მსოფლიოში 36-ე, ევროპაში კი მე-18 ადგილზე არიან.

ზუროსის გუნდს მიმდინარე ტურნირში მხოლოდ 2 მატჩი დარჩა ჩასატარებელი: 1 ივლისს – უკრაინაში და 4 ივლისს – ესპანეთთან. სწორედ ამის მერე გაირკვევა, ქართველ კალათბურთელებს მე-2 ჯგუფურ ეტაპზე რამდენი გამარჯვება გადაჰყვებათ.

Share