უახლესი ინფორმაცია – რა მდგომარეობაშია მშენებარე სპორტის სასახლე

FIBA განახლებული რეიტინგი –რომელ ადგილზეა საქართველო?
მარტი 11, 2022 15:44
ითამაშებს თუ არა გიორგი ჩაკვეტაძე “აუესთან” მატჩში
მარტი 11, 2022 17:45

2022 წლის სექტემბერში, თბილისში, საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატი, “ევრობასკეტი” უნდა ჩატარდეს, ტურნირის ჯგუფური ეტაპის მასპინძლობისთვის საქართველოს მთავრობა 2019 წლიდან ოლიმპიური სპორტის სასახლის გვერდით, ახალ 10 000 მაყურებელზე გათვლილ სპორტის სასახლეს აშენებს.

რამდენიმე კვირის წინ სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა, მშენებარე სპორტის სასახლეს ცეცხლი გაუჩნდა, მას შემდგომ კი ჩნდება კითხვები, მოესწრება თუ არა დარბაზის მშენებლობის დასრულება დათქმულ ვადამდე.

ჩვენი ინფორმაციით ხანძრის მასშტაბები არც ისე დიდია, დამწვარია სახურავის ნაწილი, თუმცა ზიანი დიდი არ არის და ამ ეტაპზე დარბაზის მშენებლობის დასრულებასთან დაკავშირებით პრობლემებზე საუბარი ზედმეტია.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2022 წლის საკალათბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მეტოქეები ბელგიის, თურქეთის, ესპანეთის, ბულგარეთის და რუსეთის ნაკრებები იქნებიან, ( უკრაინაში განვითარებული მოვლენების პარარელულად რუსეთზე დაწესებული სპორტული სანქციების მიხედვით, რუსები ტურნირზე ვერ იასპარეზებენ, ინფორმაცია ჯერ-ჯერობით ოფიციალურად დაზუსტებული არ არის. )

Share