ოფიციალურად: ზაფხულის ტესტებზე ბორჯღალოსნების მეტოქე ცნობილია

BREAKING: ყველაფერი გადაწყვეტილია – როდის და სად გადავა კვარაცხელია დინამოდან
აპრილი 1, 2022 16:01
სიამოვნებით დავრჩები ჰამბურგში – ჩაკვეტაძე გერმანიაში დარჩენაზე საუბრობს
აპრილი 1, 2022 22:55

ჩვენს მიერ, ჯერ კიდევ თვეების წინ დაწერილი ინფორმაცია, საქართველოს რაგბის კავშირმა ახლა დაადასტურა.

უკვე, ოფიციალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2022 წლის ივლისში საქართველოს იტალია ეწვევა და “ბორჯღალოსნებთან” ტესტმატჩს გამართავს. შოტლანდიის შემდეგ, იტალია 6 ერის მეორე ქვეყანა იქნება, რომელიც საქართველოში ჩამოვა.

საქართველოსა და იტალიის სარაგბო ნაკრებები ერთმანეთს 2018 წლის 11 ოქტომბერს ფლორენციაში არტემიო ფრანკის სახელობის სტადიონზე შეხვდნენ ერთმანეთს. ის მატჩი “აძურის” გამარჯვებით 28:17 დასრულდა.

გეტყვით იმასაც, რომ წელს საქართველოს ნაკრებმა მეთოთხმერედ (ზედიზედ მეხუთედ) მოიგეს “რაგბი ევროპის ჩემპიონატი”, იტალიელებმა კი, 2015 წლის შემდეგ, პირველად მოიგეს 6 ერზე, როდესაც კარდიფში უელსი 22;21 დაამარცხეს.

Share