მამარდაშვილმა “ვალენსიაში” რეკორდების დამხობა დაიწყო!

calciomercato: “კვარაცხელია – ნაპოლი ტრანსფერი იხურება, მოლაპარაკებების შუამავალი მსოფლიოს ჩემპიონი გახლავთ”
აპრილი 5, 2022 15:04
▶️VIDEO – პირველი გოლი ტორპედოს მაისურით – არაბიძემ ლოკომოტივს შესანიშნავი გოლი გაუტანა
აპრილი 7, 2022 00:53

გიორგი მამარდაშვილმა საფეხბურთო კლუბ “კადიზთან” კარის მშრალად შენახვით შეძლო და “ვალენსიას” ისტორიის საუკეთესო მეკარეებს შეუერთდა.

გიორგი საშუალოდ ერთ თამაშში 0,88 გოლს უშვებს, რაც ერთ-ერთი გამორჩეული შედეგია პირინეელთა ისტორიაში. მას მხოლოდ ვეტერანი მეკარე, კოტა უსწრებს, რომლის მაჩვენებელი საშუალოდ ერთ მატჩში გაშვებული 0,65 გოლია.

კოტამ კარიერა 1975 წელს დაასრულა მშრალი მატჩით და ახლა ცოცხალი აღარ არის, ხოლო გიორგის მისი რეკორდის დამხობამდე და ვალენსიას ისტორიაში საუკეთესო მეკარის სახელის მინიჭებამდე ზედიზედ ექვს მატჩში კარის მშრალად შენახვა სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ გიორგის კოპა დელ რეის ფინალი აქვს სათამაშო, სადაც “რეალ ბეტისის” ფეხბურთელებისგან ეცდება კარის დაცვას

Share