NBA-ს რეგულარული სეზონი დასასრულს უახლოვდება და გუნდები პლეი-ოფებისთვის ემზადებიან.
“მილუოკი ბაქსი” კლივლენდში ჩავიდა და იქაურ “კავალიერსთან” 115-133 დამარცხდა. სასტარტო ხუთეულში იყო და 42 წუთი გაატარა პარკეტზე სანდრო მამუკელაშვილმა.
ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიას მიერ, 2007 წელს დამყარებული რეკორდი (ყველაზე მეტი ქართული ქულა NBA-ში) გააუმჯობესა და მეტოქეთა კალათში 28 ქულა ჩააგდო. სანდროს 5-დან 2 სამიანი ზუსტი აღმოჩნდა, ხოლო 13 ორქულიანიდან მიზანს რვამ უწია. მამუკელაშვილს 100 % შედეგი ჰქონდა საჯარიმოს ხაზიდან და მან 6-დან 6-ვე საჯარიმო ზუსტად სტყორცნა.
ქართველის საბოლოო სტატისტიკა ასეთია : 28 ქულა , 13 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა.