რამოდენიმე ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში ითამაშებს და იტალიაში კონტრაქტის დეტალებს არკვევდა.
ის ხუთ წლიანი კონტრაქტს გააფორმებს ნაპოლისთან და წელიწადში 1,5 მილიონ ევროს მიიღებს.
როგორც იტალიური მედია ( Calciomercato ) იუწყება, იმისდა მიუხედავად, რომ ხვიჩა პირველ ივლისამდე დინამო ბათუმის ფეხბურთელია, იტალიაში ვიზიტის დროს უცნობ ლოკაციაზე უკვე წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმების პირველი ნაწილი და მეორე ნაწილს ზაფხულში გაივლის.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად ხვიჩა კვარაცხელია დინამო ბათუმის საკუთრებაა