ზივზივაძეს წარმატებული სერია დაუფასდა – ბუდუ გულშემატკივართა რჩეულია

VIDEO მამუკელაშვილმა NBA-ში ფაჩულიას რეკორდი მოხსნა
აპრილი 11, 2022 02:54
ხვიჩა კვარაცხელია იტალიაში ვიზიტის დროს მხოლოდ კონტრაქტის დეტალებს არ განიხილავდა
აპრილი 12, 2022 11:21

ბუდუ ზივზივაძეს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჯერ კიდევ 2021 წლის ივნისში ჰქონდა, მას შემდეგ, კი მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა და ვილი სანიოლიმ მისი ნაკრებში გამოძახება დაიწყო.

ბუდუს ძალიან კარგი სერია ჰქონდა “უიპეშტში”, რამაც მისი ნაკრებში გამოძახება ამჯერადაც გადაწყვიტა.

ბუდუმ არც აქ გაუცრუა გულშემატკივარს იმედები და ბოსნია და ჰერცეგოვინის ეროვნულ ნაკრებს გამარჯვების გოლი გაუტანა.

“უიპეშტის” გულშემატკივრებმა ბუდუ მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და მას კუთვნილი ჯილდოც გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ მასთან ერთად უნგრულ გუნდში მორიგი ჩვენებური, გიორგი ბერიძეც ასპარეზობს.

Share