საქართველოს ეროვნული ლიგა უცხოელი სკაუტების დაკვირვების ქვეშ – ქართველი ფეხბურთელების ახალი შანსი?

“ათობით მილიონი ევრო ღირს… ჯერ ვერ მივულოცავ” – სიომინი კვარაცხელიას ტრანსფერზე
აპრილი 17, 2022 15:23
ქართული ფრენჩაიზი შესაძლოა კიდევ ერთ ახალ ტურნირში ჩაერთოს
აპრილი 19, 2022 11:32

მოგეხსენებათ, საბა თათულაშვილი სინჯებზე იმყოფება ნიდერლანდებში, კერძოდ საფეხბურთო კლუბ “უტრეხტში”. მისი საფეხბურთო აგენტი Eurotalents Sports Management -ს წარმოადგენს.

გასულ კვირას მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გამართულ მატჩზე “თბილისის ლოკომოტივსა” და “გორის დილას” შორის შენიშნეს ამ ორგანიზაციის რამოდენიმე საფეხბურთო აგენტი. ჩვენი ინფორმაციით, ამ მატჩზე მათთვის საინტერესო ფეხბურთელი ვერ შეირჩა, რის შემდეგაც ისინი მიხეილ მესხის მოედანზე გამართულ “საბურთალოსა” და “დინამო თბილისის” მატჩზე შენიშნეს.

როგორც ჩანს, აგენტებს მართლაც გააჩნიათ ინტერესი ეროვნული ლიგის ფეხბურთელებზე და განაგრძობენ მათზე დაკვირვებას.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის საერთო საბაზრო ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს სწორედ წელს მიაღწია.

Share