“ათობით მილიონი ევრო ღირს… ჯერ ვერ მივულოცავ” – სიომინი კვარაცხელიას ტრანსფერზე

პირველად 2012 წლის შემდეგ – მამარდაშვილმა ვალენსიას ისტორია დაწერა
აპრილი 13, 2022 12:52
საქართველოს ეროვნული ლიგა უცხოელი სკაუტების დაკვირვების ქვეშ – ქართველი ფეხბურთელების ახალი შანსი?
აპრილი 17, 2022 16:15

მოსკოვის ლოკომოტივის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიში შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.

სიომინი კვარაცხელიას ლოკომოტივში წვრთნიდა. მწვრთნელს არაერთ ინტერვიუში უთქვამს, რომ მისთვის ლოკომოტივიდან ხვიჩას წასვლა რუბინში მტკივნეული იყო.

“თუ რუბინი ხვიჩას სანაცვლოდ ვერაფერს მიიღებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაქურდეს. ლოკომოტივსაც ვერაფერი იშოვა მისი წასვლა, არადა ხვიჩა ძალიან ძვირადღირებული ფეხბურთელია.

ის ათობით მილიონი ევრო ღირს. ხვიჩა ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტალანტია, ვისთანაც მიმუშავია.

მაგრამ ნაპოლიში ტრანსფერს მას შემდეგ მივულოცავ, რაც ოფიციალური განცხადება გაკეთდება. მანამდე ეს მხოლოდ სიტყვებია”, – თქვა სიომინმა.

Share