ქართული ფრენჩაიზი შესაძლოა კიდევ ერთ ახალ ტურნირში ჩაერთოს

საქართველოს ეროვნული ლიგა უცხოელი სკაუტების დაკვირვების ქვეშ – ქართველი ფეხბურთელების ახალი შანსი?
აპრილი 17, 2022 16:15
Transfermarkt: ჯიმი ტაბიძის სატრანსფერო ღირებულება შემცირდა
აპრილი 21, 2022 19:00

მომავალი სეზონიდან ქართულმა სარაგბო პროფესიონალურმა ფრენჩაიზმა შესაძლოა კიდევ ერთ ახალ ტურნირზე ითამაშოს.

სამხრეთ აფრიკული მედიის ცნობით, მომავალი სეზონიდან United rugby Championship-ს ქვედა დივიზიონის ტურნირი United rugby shield დაემატანა, სადაც ქართული ფრენჩაიზიც მიიღებს მონაწილეობას.

წყაროს ცნობით, ტურნირზე სამხრეთ აფრიკული, შოტლანდიური,ირლანდიური, უელსური და იტალიური კლუბებიც მიიღებენ მონაწილეობას.

United rugby championship (pro 14), იგივე კელტთა ლიგააა. როგორც წყარო წერს, ტურნირის ორგანიზატორები ამ იდეაზე შეთანხმდნენ და უახლოეს მომავალში ყველაფერი გაირკვევა.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის პირველი ქართული პროფესიონალური ფრენჩაიზი “შავი ლომი” რაგბი ევროპის სუპერთასზე და სამხრეთ აფრიკის ქარის თასის პირველ დივიზიონში (რანგით მეორე) გამოდის.

Share